saWmeli sokoebi - alyisZira
Царство: | Грибы |
Отдел: | Базидиомицеты |
Класс: | Агарикомицеты |
Подкласс: | Агарикомицетовые |
Порядок: | Болетовые |
Семейство: | Болетовые |
Род: | Лекцинум |
Вид: | Подберёзовик обыкновенный |
Латинское название: | Leccinum scabrum |
არყისძირა ჩვეულებრივი - (ინგ. Leccinum scabrum) (რუს. Подберёзовик обыкновенный)
სინონიმი: უცნობია.
ხალხური სახელები:არყისსოკოშავთავა - ფოროვან (ან ღრუბელთავიანი) თავიანი სოკოების სახეობა ლექცინიუმის ან(უ) ბებერასოკოების (ლათ. Leccinum) გვარის, ბოლეტუსისებრთა ოჯახისა.
მრავალსახეობა
გააჩნია რამდენიმე მრავალსახეობა, გამოყოფილი ზოგიერთ კლასიფიკაციაში ცალკე სახეობებად:
• არყისძირა ჩვეულებრივი (ლათ. L. scabrum)
• არყისძირა შავი (ლათ. L. scabrum f. melaneum, L. melaneum)
• არყისძირა ჭაობის, თეთრი (ლათ. L. scabrum f. chioneum, L. holopus)
• არყისძირა მოვარდისფრო, მომჟაო (ან დაჟანგული) (ლათ. L. Scabrum f. Oxydabile, L. oxydabile)
• არყისძირა ნაცრისფერი, რცხილისძირა(რცხილასოკო) (ლათ. Leccinum carpini)
• არყისძირა მაგარი (ლათ. Leccinum duriusculum)
• არყისძირა ჭადრაკისებური ან(უ) მოშავო (ლათ. Leccinum nigrescens)
• არყისძირა ფერფლისფერი-მონაცრისფრო (ლათ. Leccinum leucophaeum)
• არყისძირა მრავალფერი (ლათ. Leccinum variicolor)
აღწერა
ქუდი სხვადასხვა შეფერილობის თეთრიდან მუქ ნაცრისფერამდე და თითქმის შავი, ქვემოდან და თავიდან (ნორჩ სოკოს) თეთრი, შედარებით ბებერ სოკოს მონაცრისფრო-მურისფერი. ნოტიო ადგილებში ხშირად გვხდება ჭაობის არყისძირა, თეთრი ან მოთეთრო ქუდის ზედაპირით.
ფეხი ქვემოთ ოდნავ გამსხვილებული, თეთრი, წაგრძელებული თეთრი ან მუქი ქერცლით დაფარული.
რბილობი თეთრი, გადატეხვისას ფერს არ იცვლის. ჭაობიან ადგილებში გვხვდება არყისძირა მოვარდისფრო (Leccinum oxydabile), გადატეხვისას მოვარდისფრო რბილობით.
გავრცელება
ფესვებს იკეთებს არყის ძირში. ხშრიად გვხვდება არყის თყეებში, აქდან მიიღო თავისი სახელწოდება. ამოდის (ჩნდება) ზაფხულის პირველ ნახევარში და შემოდგომამდე გვხვდება.
არყისძირა ასევე გვხდება ტუნდრაში, ტყეტუნდრაში და ჯუჯა არყის ხეებთან. ასეთ შემთხვევაში არყისძირებს ხანდახან ხუმრობით „არყისთავებს“ უძახიან (რადგანაც ისინი ჯუჯა არყებზე მაღლებია).
ცნობილია ევრაზიის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ტყეებში.
გამოყენება
საკვებად ვარგისია, გამოიყენება შემწვარი, მოხარშული და დაწნილებული, აშრობენ და ინახავენ (იმარაგებენ).